ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს

Read Time:47 Second

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.

კერძოდ, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ოთხმა დეპუტატმა, 11 კი წინააღმდეგი იყო.

ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდება. შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. იმისთვის, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე 5 წლის ვადით იქნას არჩეული, პირველ ჯერზე საჭიროა 100 ხმა.

არასაკმარისი ხმების შემთხვევაში, ხელახლა ინიშნება კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზებაა აუცილებელი. თუ ისევ არ მოგროვდება საჭირო ხმები, შემდეგ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იქნება შესაძლებელი კანდიდატის არჩევა. თუ სამივე შემთხვევაში ვერ მოხერხდა საჭირო ხმების მობილიზება, საბოლოოდ კანდიდატის დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა 5 წლის, არამედ 6 თვის ვადით. შემდეგ კი კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიო „ელ კასიკო“
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო