მსოფლიო ბანკი: სურსათზე ფასების ზრდის გამო მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება

Read Time:30 Second

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი სასურსათო კრიზისის გამო, მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება.

„ეს ადამიანური კატასტროფაა, მაგრამ ასევე ხდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება – მათ არ გამოუწვევიათ ეს და ხედავენ, რომ ფასები იზრდება“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, სურსათზე ფასები, შეიძლება, 37%-ით გაიზარდოს, რაც განსაკუთრებით მძიმე იქნება ღარიბი მოსახლეობისთვის. დევიდ მალპასი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მთელ მსოფლიოში სასუქებისა და საკვების მიწოდების გაზრდაზე, ისევე როგორც მიზნობრივ დახმარებაზე უკიდურესად ღარიბები მოსახლეობისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯო ბაიდენი – ნატო-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით
Next post გიორგი ვოლსკი: ჩვენი ამოცანაა სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, სააკაშვილისა და მისი გუნდის ამოცანაა როგორმე შეარყიოს ვითარება