მსოფლიოს უკვე 78 ათასამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს – კორონავირუსის ახალი მონაცემები

Read Time:1 Minute, 5 Second

ინფიცირების 167 ათასი შემთხვევა და 78 ათასამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი – ასეთია პანდემიის მსოფლიო მონაცემები. ჩინეთში ბოლო 24 საათში გარდაცვალების 14 და ინფიცირების 16 ფაქტი დაფიქსირდა. კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა კლებას განაგრძობს სამხრეთ კორეაში. ქვეყანაში ბოლო 24-საათში ვირუსის მხოლოდ 74 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს ბოლო სამ კვირაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, კოვიდ 19-ის შემთხვევები მკვეთრადაა გაზრდილი ირანში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 724-ს აღწევს.

რაც შეეხება იტალიას, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 368-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. ქვეყანაში, რომელიც მე-7 დღეა კარანტინშია, საერთო ჯამში,  COVID-19-ით ინფიცირების 24 ათასზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 1,809 ფაქტი ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 2 300-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა,  2 ათასამდე ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

სომხეთში ვირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი განმეორებითი ტესტის ჩატარებას გეგმავს. 290-ს აჭარბებს დაღუპულთა რაოდენობა ესპანეთში. 127 გარდაცვლილია საფრანგეთში. ფატალური შემთხვევები მატულობს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ცნობილია, რომ სამივე ახალი შემთხვევა მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელებთან კონტაქტს უკავშირდება.

კოვიდ 19- ის  ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი აჭარაში გამოვლინდა. ეს ვირუსის თბილისს გარეთ გამოვლენის პირველი შემთხვევაა.

fortuna.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 13 ადამიანი გადაიყვანა
Next post კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს