მსახიობი მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

Read Time:35 Second

რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოსვენების შემდეგ, მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალეს. ცერემონიას მსახიობის ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები ესწრებოდნენ.

მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში, 27 მაისს გარდაიცვალა. პანაშვიდები 28 და 29 მაისს, რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა.

მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი.

მისი აღსანიშნავი როლებია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“), „მოხუცი ჯამბაზები“.

ნათამაშები აქვს რამდენიმე ფილმში, მათ შორის – „კუკარაჩა“ (ანიკო), „მარადისობის კანონი“ (მარიამი), „სიბრძნე სიცრუისა“ (მელა), „გრძელი ნათელი დღეები“ (მასწავლებელი).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი: მთავარია ვაქცინაცია იყოს ეფექტიანი. თუ ასე არ იქნება, დაავადება კვლავ განვითარდება
Next post ლევან რატიანი შატილის ტრაგედიაზე: ეს იყო საოცარი შემთხვევა, როდესაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით 3 ახალგაზრდა გოგო შემოვიდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სამივე უნდა გადარჩენილიყო