ლევან რატიანი შატილის ტრაგედიაზე: ეს იყო საოცარი შემთხვევა, როდესაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით 3 ახალგაზრდა გოგო შემოვიდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სამივე უნდა გადარჩენილიყო

Read Time:41 Second

ლევან რატიანმა გაიხსენა როგორ მიიღო კლინიკაში შატილის ტრაგედიის შედეგად დაშავებულები. ამ თემაზე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა „ნოესთან“ ისაუბრა.

„როდესაც საგანგებომ დამირეკა და მითხრა, რომ სამი კრიტიკული პაციენტი ჰყავს და თუ მიიღებთო. სიმართლე გითხრათ, ძალიან ძნელია სამი კრიტიკული პაციენტის ერთდროულად მიღება. პირველად არა ვუთხარი: „ერთს მივიღებ, დანარჩენები სხვა კლინიკაში წაიყვანეთ“. მაგრამ იმწამსვე გადავრეკე, რომ სამივე მოეყვანათ. როგორც კი ეგ სიტყვები ვუთხარი, მე თვითონ კლინიკაში წავედი. ეს იყო საოცარი შემთხვევა, როდესაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით 3 ახალგაზრდა გოგო შემოვიდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, სანამ კლინიკაში მივიდოდი, რომ სამივე უნდა გადარჩენილიყო და ჩემმა რწმენამ გაამართლა. სამივე გადარჩა და დღეს სამივე ცოცხალია. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში საოცარი ბედნიერება, როდესაც იმ უბედურების შედეგად, რაც ჩვენმა ქვეყანამ და თითოეულმა მათგანმა განიცადა, რაც შატილის ტრაგედიას მოჰყვა, სამი ახალგაზრდა თავის ფეხზე რომ გავიდა ჩემი კლინიკიდან“, – განაცხადა რატიანმა.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარმა ტრაგედიამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსახიობი მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
Next post აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა: ვწუხვართ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ “ არ გამოიყენა შესაძლებლობა, შეერთებოდა სხვა საპარლამენტო პარტიებს და 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა