ლევან რატიანი: მთავარია ვაქცინაცია იყოს ეფექტიანი. თუ ასე არ იქნება, დაავადება კვლავ განვითარდება

Read Time:28 Second

ალბათ ბოლო 2 წელიწადი ისევ მოგვიწევს პანდემიის პირობებში ცხოვრება, – ამის შესახებ ლევან რატიანმა „ნოესთან“ განაცხადა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვა.

„მთავარია ვაქცინაცია იყოს ეფექტიანი. თუ არ იქნება ვაქცინაცია ეფექტიანი, დაავადება კვლავ განვითარდება. ისრაელის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაცია ეფექტიანია. ეს დამოკიდებულია მობილობაზე და ეფექტიანობაზე. იმედია, ჩვენს ქვეყანაში მობილობა და ეფექტიანობა ძალიან მალე პრიორიტეტი გახდება. შინაგანი რწმენა მქონდა, რომ როდესაც ღმერთმა სამყარო გააჩინა, გაჩნდა ორი ორგანიზმი – ადამიანის ორგანიზმი და მიკროორგანიზმი. მაგრამ, ღმერთის წყალობით კაცობრიობა დღემდე მოვიდა და ამ პანდემიას ადამიანის ორგანიზმი დასძლევდა და დღესაც მჯერა, რომ ამ ბრძოლაში კაცობრიობა გაიმარჯვებს“, – განაცხადა რატიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს
Next post მსახიობი მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს