მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა

Read Time:30 Second

83 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ პირველ არხს მსახიობის ახლობლებმა დაუდასტურეს.

ბაადურ წულაძე ბათუმში 1935 წლის 5 მარტს დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოსდა მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით (1961), სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ჯილდო”.

პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში “ქორწილი”. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი “კინოშოკი”, ანაპა (2005) – ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში “თბილისი-თბილისი“.

1961 წლიდან მუშაობს რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს
Next post “ვერ პატიობთ რომ ცხვირზე საყურე უკეთიათ და დისკოტეკებზე ვერ ერთობიან”