“ვერ პატიობთ რომ ცხვირზე საყურე უკეთიათ და დისკოტეკებზე ვერ ერთობიან”

Read Time:45 Second

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“სწავლობენ, დაყრილს ალაგებენ, გადამწვარ ტყეში ხეებს რგავენ, წყალდიდობით დატბორილ ქალაქს ნარჩენებისგან წმენდენ. და “აპატიეთ” პარასკევს და შაბათს, თუ ცეკვავენ. ესაა ფერადი თაობა. ნუ ცდილობთ მათ მარგინალიზებას. ნუ აბრალებთ, რომ ბარიგებს აფარებენ ხელს. არა, ეს ომია პროგრესაა და კირკოროვებს შორის და უკვე ამათმა გაიმარჯვეს, იმიტომ რომ თავისუფლები არიან.

რეგიონში კი არა, პლანეტაზე ვართ მაგარი ერი. სად გინახავთ მოვეკვავე აქცია. #ესსაქართველოა! რაც შეეხება 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას. ამისთვის დაიღუპნენ ისინი, ამ თაობის თავისუფლებისთვის და ესენი ამ თავისუფლებას არ გითმობენ სწორედ. როდის, რაში, გამოიხატებოდა ყველაზე მთავარი მონაპოვარი და ახლა, ამ პროგრესულ სამყაროში, ამ ჭრელი ბავშვების განსხვავებულობაზე გადის. ვერ პატიობთ რომ თქვენნაირები არ არიან. ვერ პატიობთ რომ ცხვირზე საყურე უკეთიათ და დისკოტეკებზე ვერ ერთობიან. სულ ესაა ეს ომი.

P.S. ვინც არ იცით. ნარკორეალიზატორები გუშინ, 9 საათამდე დააკავეს. რაც თავისთავად მისასალმებელია და ძალიან კარგია. ყველა რეალიზატორი ციხეში უნდა იჯდეს”, – წერს ჟორჟოლიანი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა
Next post „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ 15:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს