„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ 15:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს

Read Time:37 Second

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს 15:00 საათზე პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ფეისბუქზე ავრცელებს.

„არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძელებეთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა დღეს დილით  რომ შესაძლებელი იყო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აღარ გამართულიყო.

როგორც წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტთან აქციას წყვეტენ და სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას მოგვიანებით აცნობებდნენ.

პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა აქციის რამდენიმე მონაწილე. მათ ღამე კარვებში გაათენეს, რომელიც პოლიციამ დღეს დილით აიღო პოლიციელებმა შეკრებილებს კარვების აღებისკენ მოუწოდეს, თუმცა უარის მიღების შემდეგ კარვები თავად აშალეს.

ამასთან, დღეს დილით პარლამენტთან  სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის სამი პირი ამხილა.

აქციის მონაწილეები ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ვერ პატიობთ რომ ცხვირზე საყურე უკეთიათ და დისკოტეკებზე ვერ ერთობიან”
Next post ინდონეზიაში, ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა