ინდონეზიაში, ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

Read Time:22 Second

ინდონეზიის ქალაქ სურაბაიაში, ქრისტიანულ ეკლესიებზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებელი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფის წევრები იყვენენ. მათივე ცნობით, ბოროტმოქმედები სამ ეკლესიას დაესხნენ თავს. შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, თავდასხმა დილით მოხდა. ერთ-ერთი ეკლესიაში აფეთქება ქალმა მოაწყო, რომელიც ტაძარში ბავშვებთან ერთად შევიდა. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა რამდენიმე ეკლესიაში თავდასხმის თავიდან არიდება შეძლეს. პოლიციის ცნობით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 4 წევრი ლიკვიდრებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ 15:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს
Next post რუსთაველის გამზირზე მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია