ელენე ხოშტარია – „ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს

Read Time:29 Second

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 12 მაისს თბილისში, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, „ევროპული საქართველო” ითხოვს, პარლამენტში უსწრაფესად გამოცხადდეს შს მინისტრი.

ხოშტარიამ ასევე მოითხოვა, რომ შსს-მ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და გასცეს კონკრეტული პასუხი ძალადობაზე , რომელიც თავისუფალი მოქალაქეების მიმართ განხორციელდა.

ელენე ხოშტარიამ გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები 12 მაისს და შემდგომ პერიოდშიც. „ეს აქცია იყო არა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის აქცია, არამედ თავისუფალი მოქალაქეების დაშინების, დაშანტაჟების და მათზე ძალადობის აქცია სახელმწიფოს მხრიდან”,- აღნიშნა ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს” წევრმა კარვების აღება შეაფასა როგორც უსუსური ქმედება. მან ასევე მოუწოდა დაიცვან აქციის მონაწილეები კონტრაქციებისგან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართული კლუბები
Next post მსახიობი და კინორეჟისორი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა