მიხეილ სარჯველაძე: ​ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა სათანადოდ იყოს პასუხგაცემული

Read Time:37 Second

​ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს [ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა] იყოს სათანადოდ პასუხგაცემული, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ქვეყანა ევროპის მიმართულებით მოძრაობს და, ბუნებრივია, რომ ასეთი ქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია.

„მე მგონია, რომ თავი და თავი პრობლემებისა, რომლებზეც ვსაუბრობთ, არის ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც ყველამ უნდა გაიგოს, მიუხედავად იმისა, რომელ მხარეს დგას და რა პოზიციის გამოხატვას ისახავს მიზნად – რადიკალური ფორმები საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ თვალსაზრისით, სამართლის ფუნქცია არის აღკვეთოს ყოველგვარი ასეთი მცდელობა და გამოხატულება. პირადად ჩემთვის, გამოხატვის ის ფორმა, რაც ვიხილეთ დღეს და ის ფორმა, რაც რამდენიმე დღით ადრე ვნახეთ – მაგალითად, შტურმი პარლამენტზე, თვისობრივად ერთი და იგივეა. ეს არის მოვლენების რადიკალიზაცია, მცდელობა, რომ ემოციები იკავებდნენ იმ ადგილს, სადაც სინამდვილეში უნდა იყოს დისკუსია, მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილი: დღეს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა „ალტ-ინფოს“ არ დაუწვავს, დროშა დაწვა ორმა ირაკლიმ
Next post საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიური ჩემპიონი სერბეთი პენალტების სერიაში დაამარცხა