მიხეილ ჟღენტი: ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია

Read Time:35 Second

ამ ეტაპზე ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში ექსპერტმა, მიხეილ ჟღენტმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

სხვა საკითხებთან ერთად იგი „აგენტების ამერიკულ კანონპროექტსაც“ შეეხო.

„კანონპროექტში გამჭვირვალეობაზეა საუბარი. მე ახლა ამ კანონპროექტის განხილვაში არ შევალ, უბრალოდ ვამბობ, რომ ეს კანონპროექტი, სააკაშვილის ჩამოყვანა, რუსეთთან დაპირისპირება და ომში ჩაბმა, ჩემთვის ერთი საერთო ჯაჭვის სხვადასხვა რგოლია და ამაზე მიდის მცდელობა. სააკაშვილზე ვერ გამოიყვანეს ხალხი, რადგან ხალხმა იცის, რომ მიუხედავად ბევრი პრობლემებისა სააკაშვილის გამო ხალხი ქუჩაში არ გავა. უკრაინის მხარდამჭერი პირველი მიტინგი რომ ჩატარდა, ჩემი ახლობლები იმყოფებოდნენ იქ და ნახევარ საათში უკან დაბრუნდნენ, რადგან მიშაზე დაიწყეს საუბარი“, – განაცხადა ჟღენტმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ამ ეტაპზე ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ხუხაშვილი: არ გამოვრიცხავ, ივანიშვილს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, იმდენად შეეშინდა, რომ პუტინს ერთგულება შეუთვალა – მე აქ ვარ, წყნარად ვართო
Next post “თქვენ შვილს მოეწონებოდა ეს კანონი?” – ნატა ქაჯაია შვილმკვდარ მამას