“თქვენ შვილს მოეწონებოდა ეს კანონი?” – ნატა ქაჯაია შვილმკვდარ მამას

Read Time:1 Minute, 3 Second

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში “tv პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას, მის ზურგს უკან მყოფ რამდენიმე აქტივისტსა და მას შორის გამართულ დიალოგს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, „ნოდარ მელაძის შაბათის“ სიუჟეტში არ შევიდა.

„დღეს ვნახე შავNOდარას გუშინდელი სიუჟეტი ხუთშაბათის კომიტეტების “ისტორიულ” სხდომაზე. რომ არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, აქტიურ პოლემიკასა და ოპონირებაში მყოფი ჩემი მეგობრების ფონზე რატომ გამოვირჩევოდი სამარისებული სიჩუმით, აგიხსნით – ჩემი ეპიზოდები სიუჟეტში არ შევიდა. ამიტომ მოგიყვებით ჩემს დიალოგებს ჟურნალისტ ქაჯაიასა და მის ზურგს უკან მყოფ რამოდენიმე ახალგაზრდა აქტივისტთან.

ზოგადად ჩვენი გამოსვლა სხდომათა დარბაზიდან ძალიან წააგავდა იმ “საზვერეების” გავლას, რაც ამჟამად (40 დღემდე) ბაჩოს უწევს – იგივე ჯოჯოხეთური და მაპროვოცირებელი ატმოსფერო, რაც იმქვეყნიურ ეშმაკებს მათ ამქვეყნიურ “ჩინურ” ვერსიებთან აიგივებს. ამ შედარებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მათ პროვოკაციებზე წამოგების უფლება უბრალოდ არა მაქვს. მაშ ასე, ამოჭრილი ნაწილი:
ქაჯაია: “სად გეჩქარებათ? “იმედში” მიდიხართ?”
მე: “არა, სასაფლაოზე”
ქაჯაია: “ამაღამ რა ხდება სასაფლაოზე?”
მე: “შვილი მიწევს მანდ”
ქაჯაია: “და თქვენს შვილს მოეწონებოდა ეხლა თქვენი საქციელი?”
მე: “შეიძლება ჩაგეხუტო, გითხრა რომ მიყვარხარ და გთხოვო – სახლში რომ დაბრუნდები ცოცხალი და ჯანმრთელი, დედიკოს და მამიკოს ჩაეხუტე!”
ქაჯაიას ზურგს უკან მაღალი და გამხდარი აქტივისტი: “რუსეთის მონა!”
მე: “შენც გთხოვ, სახლში რომ დაბრუნდები – დედას და მამას ჩაეხუტო. და თუ დაგაგვიანდება – დაურეკო და გააფრთხილო, რომ არ ინერვიულონ!”
ეს იყო ჩემი ეპიზოდი, რომელიც რატომღაც არ შევიდა სიუჟეტში…“ – წერს დავით აქართველიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჟღენტი: ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვს, რადგან მორალურად გაკოტრებულია
Next post მიხეილ სარჯველაძე: დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ შემოთავაზებას, როგორ გავაუმჯობესოთ ტერმინი „აგენტი“. აქ არ არის მიზანი ვინმესთვის რაღაც კონკრეტული იარლიყის მიწებება