მიხეილ სარჯველაძე: დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ შემოთავაზებას, როგორ გავაუმჯობესოთ ტერმინი „აგენტი“. აქ არ არის მიზანი ვინმესთვის რაღაც კონკრეტული იარლიყის მიწებება

Read Time:36 Second

დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ შემოთავაზებას, როგორ გავაუმჯობესოთ ტერმინი „აგენტი“. აქ არ არის მიზანი ვინმესთვის რაღაც კონკრეტული იარლიყის მიწებება, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ასეთ დეტალებზე დეპუტატებმა მეორე მოსმენის დროს უნდა იმსჯელონ, რომელიც უკვე მას შემდეგ შედგება, რაც „აგენტების ამერიკული კანონის“ ორივე ვერსიას ვენეციის კომისია განიხილავს.

„არ მგონია ვენეციის კომისიამ ტრანსპარენტულობის იდეა გააკრიტიკოს და თქვას, რომ ამ იდეაში რამე ნაკლოვანი და მანკიერია. არ მგონია თქვან, რომ კანადაში კანადურ საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია ამის თაობაზე და ქართულ საზოგადოებას იგივეს უფლება არ აქვს. თუმცა შეიძლება ცალკეულ რეგულაციაზე ჰქონდეთ შეხედულება, რომ სადმე რაღაც დამზღვევი მექანიზმი უნდა ჩაიდოს. მე პირადად, როგორც იურისტი, ინტერესით გავეცნობი ამ დასკვნასაც და იმის მიხედვით უკვე მექნება მეორე მოსმენის ეტაპზე ჩამოყალიბებული პოზიცია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “თქვენ შვილს მოეწონებოდა ეს კანონი?” – ნატა ქაჯაია შვილმკვდარ მამას
Next post თამარ ჩიბურდანიძემ ნაცვლიშვილისა და სამადაშვილის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, პარლამენტის ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა