თამარ ჩიბურდანიძემ ნაცვლიშვილისა და სამადაშვილის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, პარლამენტის ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა

Read Time:52 Second

„ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ, ოპოზიციონერი დეპუტეტების – ანა ნაცვლიშვილისა და სალომე სამადაშვილის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, პარლამენტის ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა.

„დღეს პარლამენტის ეთიკის კომისიაში შევიტანე განცხადება დეპუტატების, ანა ნაცვლიშვილის და სალომე სამადაშვილის, მიერ ჩემს წინააღმდეგ ეთიკის ნორმების დარღვევის თაობაზე. იმას, რაც მოხდა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის 2 მარტს, გამართლება არ აქვს. გარდა იმისა, რომ იმ დღეს ორივე დეპუტატმა შეურაცხყოფა მომაყენა, ჩემს მიმართ ზეწოლა გრძელდება მათი საკუთარი მედიასაშუალებების მხრიდან“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტში მოქმედებს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი, რომლის მიხედვითაც, დეპუტატი ვალდებულია, თანასწორად ეპყრობოდეს ყველა მოქალაქეს პოლიტიკური, ან სხვა შეხედულებების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის მიუხედავად.

„ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი პატივს უნდა სცემდეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ამ კოდექსის მიხედვით მივიჩნევ, რომ დეპუტატებმა ანა ნაცვლიშვილმა და სალომე სამადაშვილმა დაარღვიეს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი და მივმართე კომისიას განსახილველად. პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზნეობასა და ეთიკას მოკლებული ადამიანები უნდა მოღვაწეობდნენ. მათ ჩვენ ვუხდით ხელფასებს და ასეთ მდაბიო ქმედებას არ უნდა სჩადიოდნენ. შეიძლება, რიგით ადამიანს ეპატიოს მსგავსი ქმედება, მაგრამ პარლამენტის წევრს – არა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ შემოთავაზებას, როგორ გავაუმჯობესოთ ტერმინი „აგენტი“. აქ არ არის მიზანი ვინმესთვის რაღაც კონკრეტული იარლიყის მიწებება
Next post მიხეილ ყაველაშვილი დეკანოიძეს: ჩვენს კანონპროექტს რუსულს იმიტომ ეძახით, რომ არ იცით, ქართული რა არის – უსამშობლო, დაკარგული ხალხი ხართ