მიხეილ ყაველაშვილი დეკანოიძეს: ჩვენს კანონპროექტს რუსულს იმიტომ ეძახით, რომ არ იცით, ქართული რა არის – უსამშობლო, დაკარგული ხალხი ხართ

Read Time:38 Second

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ბრალდებებს უპასუხა.

„შენ ხარ ადამიანი, რომელმაც საკუთარი სამშობლო დაადანაშაულა უკრაინის ტელევიზიაში [რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების დახმარებასა და ე.წ შავი ხვრელების არსებობაში]. შენ საქართველოს არ წარმოადგენ! ამერიკის ელჩი გამოვიდა და უარყო ის ინფორმაცია, რომელსაც შენ საკუთარ ქვეყანას აბრალებდი! არაფრის გრცხვენია! შენ სამშობლოს არ წარმოადგენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენ. შენ უკვე გაყიდე სამშობლო. იმ ძალის წარმომადგენელი ხარ, რომლებმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა და საკუთარი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულა. ქვეყანა გაყიდეთ და ახლა გვაქვს ერთი სამშობლო? ვერ გაექცევით იმ რეზოლუციას, რომელსაც ხელი მოაწერეს შენმა კოლეგებმა და ვაცხადებ – დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს იმ საგამოძიებო კომისიას, რომელიც [2008 წლის ომს გამოიძიებს] და ბოლომდე დაასრულებს „ნაციონალური მოძრაობას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ ჩიბურდანიძემ ნაცვლიშვილისა და სამადაშვილის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, პარლამენტის ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა
Next post თამარ კორძაია: არ დარჩა საზოგადოების არცერთი სეგმენტი, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს არ აპროტესტებს