თამარ კორძაია: არ დარჩა საზოგადოების არცერთი სეგმენტი, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს არ აპროტესტებს

Read Time:32 Second

არ დარჩა საზოგადოების არცერთი სეგმენტი, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს არ აპროტესტებს – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს 200-ზე მეტი პროფესორის წერილი შემოვიდა. ეს არის წარმოუდგენელი ერთიანობა. არ დარჩა საზოგადოების სეგმენტი – სტუდენტი, მასწავლებელი , პროფესორი, მეწარმე, ფერმერი, არასამთავრობო ორგანიზაცია,  რომელიც ამას არ აპროტესტებს.  არც ერთ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ასეთი განგაში არ ყოფილა იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკური სისტემა ქრება და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მას ყველა გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე უარესი დღე, ამაზე უარესი ინიციატივა საქართველოს პარლამენტს 30 წლის განმავლობაში არ ჰქონია, იმედი მაქვს, როგორც მოლდოვამ გაარღვია და მერე გააუქმეს ასეთი კანონები, ჩვენ ამას ვიზამთ, აუცილებლად“- აღნიშნა თამარ კორძაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი დეკანოიძეს: ჩვენს კანონპროექტს რუსულს იმიტომ ეძახით, რომ არ იცით, ქართული რა არის – უსამშობლო, დაკარგული ხალხი ხართ
Next post ხატია დეკანოიძე: ხვალაც გავაგრძელებთ პროცედურულ ომს