მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 60 მილიონი ლარი ისესხა

Read Time:33 Second

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 79 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.440 პროცენტით, მაქსიმალური 7.495 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.474 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში. კიდევ ერთი აუქციონი გაიმართა დღეეს.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 67 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.240 პროცენტით, მაქსიმალური 7.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.286 პროცენტით განისაზღვრა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დაშავებული და დაჭრილი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება
Next post მეტროში კაცმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა