მთავარი პროკურორის პოსტზე 7 კანდიდატია წარდგენილი

Read Time:39 Second

მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ სამი კანდიდატი − მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე,  გრიგოლ გაგნიძე და იოსებ ბაჩიაშვილი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზეა წარმოდგენილი.

გიორგი გოგაძე და გრიგოლ გაგნიძე ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიამ წარადგინა, იოსებ ბაჩიაშვილი კი სამოქალაქო მოძრაობა „თანამოზიარემ“. დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე 7 კანდიდატია წარდგენილი.

პირველი კანდიდატი − პაატა შავაძე, წარდგენილია 18 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ არის წარდგენილი;

მეორე კანდიდატი − ზურაბ ჯორბენაძე, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „საქართველომ“ წარადგინა.

მესამე − გია ბერძენიძე, წარდგენილია 29 სხვადასხვა ორგანიზაციისა და პირის მიერ .(„მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანისა და სხვათა

მეოთხე – ნანა რევაზიშვილი ა(ა)იპ „საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა“, „საქართველოს იურისტთა გილდიამ“, „საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციამ“ და აკადემიურმა წრეებმა წარადგინეს.

თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმში, 4 წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ქალმა მოკლა
Next post ყაზბეგში კვადროციკლის ხევში გადავარდნის შედეგად მამა და მისი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპნენ