მეხანძრე, რომელმაც 9 თვის ჩვილი გადაარჩინა, World Run-ის კეთილი ნების ელჩი გახდა

Read Time:39 Second

5 მაისს საქართველო მეექვსედ ირბენს მსოფლიოსთან ერთად. ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე World Run-ის კეთილი ნების ელჩად მეხანძრე-მაშველი ალექსანდრე შუკვანი დასახელდა, რომელმაც, გასული წლის ზაფხულში სალოსის ქუჩაზე 9 თვის ჩვილი გამოიყვანა  ხანძრიდან.

2019 წელს მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩებად ასევე დასახელდნენ: ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური, ცხინვალში 2008 წლის საომარი მოქმედებებისა და 2013-2014 წლების ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე, ბალტიისპირეთის ქვეყნებში თავდაცვის ატაშის მოადგილე, კანადასა და ავსტრალიაში გამართული „Inviqtus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი; კაპრალი გიორგი ჯაბახიძე, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოსამსახურე, 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილე, 2017-2018 წლებში „Inviqtus Games“-ის ორგზის ოქროს მედლის მფლობელი; მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ნომინანტი – ვლადიმერ აფხაზავა.

წელს საქველმოქმედო გარბენი 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი აფეთქდა
Next post 19 წლის ზესტაფონელი ბიჭი, რომელიც თბილისში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა