მეუფე იაკობი ომზე: ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა

Read Time:46 Second

ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა, ყოველთვის ვეხმარებით და ყოველთვის დავეხმარებით, უკრაინელების დახმარება მე არ დამავიწყდება,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

“ეს უნდა ვთქვა, იმიტომ, რომ ხმამაღლა ვერ ამბობენ და თუ ამბობენ ცოტა შეფარულად. მაინც და მაინც უნდათ, რომ საქართველომ გამოუცხადოს ომი ვინმეს?! საქართველომ ბლოკადა უნდა გაუკეთოს ვინმეს?! გაზი საიდან გადის, ჩვენთან შემოდის და ჩვენ ვყიდით გაზს?! გაზი გადის უკრაინიდან ევროპაში. ვიღაც სულმოკლეები როცა ჩვენ ქვეყანას გვიმართავენ და იმას ამბობენ, რომ თურმე საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა ომს მოიგებდნენ აქამდე?! ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა, ყოველთვის ვეხმარებით და ყოველთვის დავეხმარებით, უკრაინელების დახმარება მე არ დამავიწყდება.

იმათი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენზე იძახიან ხომ რომ რას აკეთებენ და მთავრობას აგინებენ, ოპოზიციას, ზოგიერთს უხარია, რომ აგინებენ. რა ის თუ შეგაქებს რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც არ უნდა იყოს, უნდა გაგიხარდეს ახლა?! ზელენსკი შეგაქებს, მაკრონი შეგაქებს თუ პუტინი შეგაქებს?! ვინც არ უნდა იყოს, მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს პირველ რიგში და მერე სხვები”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – საქართველოს მთავრობას არანაირი განმარტება არ აქვს გასაკეთებელი, განმარტება უნდა გააკეთოს იმან, ვინც ბრალს წარადგენს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა
Next post სტოლტენბერგი-ნატო უკრაინაში ჯარებსა და თვითმფრინავებს არ გაგზავნის, რუსეთთან ომი თავიდან უნდა ავიცილოთ