სტოლტენბერგი-ნატო უკრაინაში ჯარებსა და თვითმფრინავებს არ გაგზავნის, რუსეთთან ომი თავიდან უნდა ავიცილოთ

Read Time:30 Second

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი უკრაინაში ჯარისკაცებისა და თვითმფრინავების გაგზავნის წინააღმდეგია.

მისივე თქმით, ნატო ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინის დასახმარებლად სხვა გზა გამოძებნოს.

„ხვალ და ზეგ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და მოუთმენლად ველი დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ გავუწიოთ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინას, რათა რუსებს წინააღმდეგობა გაუწიონ.

ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ ამავდროულად, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ არ უნდა გავაგზავნოთ ნატოს ჯარები უკრაინაში და არ უნდა გავაგზავნოთ ნატოს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში. ჩვენც გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთთან ომი, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ ნგრევასა და სიკვდილს გამოიწვევს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე იაკობი ომზე: ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი დაგვანებონ რა
Next post ლევან ნიკოლეიშვილი: ნიკა გვარამიას რომ ეუბნები, ქვეყანა კატასტროფულ მდგომარეობაშიაო, მეცნიერ კაცს ის მაინც უნდა გაგახსენდეს, რომ მის დროს ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ იყო გათელილი, რაშიც თავად გვარამია უშუალოდ მონაწილეობდა