მედია: კომპანია Meta-მ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს

Read Time:58 Second

მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Mashable კომპანიის ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშში კომპანია Meta სცენარს აღწერს, რომლის ფარგლებში, კომპანიას ევროპაში Instagram-ისა და Facebook-ის მუშაობის შეწყვეტა მოუწევს. ამის მიზეზი ის არის, რომ მონაცემთა გამოყენების ევროპული წესები Meta-ს საშუალებას არ აძლევს ევროპელების მონაცემები ამერიკულ სერვერებზე შეინახოს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებელთა მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ბიზნესის, ასევე რეკლამის ტარგეტინგის კუთხით.

ევროპულმა კანონმდებლობამ, რომელიც მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დაცვაზეა მიმართული, მომხმარებელთა მონაცემების ევროკავშირის იურისდიქციის ფარგლებში შენახვის გზით, ინფორმაციის დამუშავების წინა საშუალებები არავალიდური გახადა. იმის გათვალისწინებით, რომ Meta-მ ვერ მოახერხა მონაცემთა გაცვლის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმება, კომპანია ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის შეწყვეტის ვარიანტს განიხილავს.

„თუ ქვეყნებსა და რეგიონებს შორის, რომლებშიც ვმუშაობთ, მონაცემთა გადაცემას ვერ შევძლებთ, ან ჩვენთვის აკრძალულია მონაცემთა გაცვლა ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებებს შორის, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს შესაძლებლობაზე მომსახურებების გაწევის კუთხით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ანგარიშში Meta ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წელს ახალი შეთანხმებების გაფორმებას იმედოვნებს, თუმცა თუ ეს არ მოხდება, კომპანია, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს „რიგი პროდუქტებისა და მომსახურებების უზრუნველყოფას, ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის ჩათვლით“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი: იღებენ ბილეთებს და მათთვის ბედნიერებაა თვითმფრინავი რომ მოწყდება მიწას, ამ დალოცვილ მიწას
Next post მამუკა ხაზარაძე: ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის – ბრძოლა გრძელდება