შალვა ნათელაშვილი: იღებენ ბილეთებს და მათთვის ბედნიერებაა თვითმფრინავი რომ მოწყდება მიწას, ამ დალოცვილ მიწას

Read Time:41 Second

“ათეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ყოველდღიურად ინფიცირდება, უყურადღებობის პირობებში იმყოფებიან, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ 10 მილიარდზე მეტი შეჭამა მათი სახელით, ვითომ კოვიდის საბრძოლველად გამოყოფილი.” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.

“ეს არის ვალი, რომელსაც მერე მოგვთხოვენ და უნდა გადავიხადოთ. ამ ფონზე პეკინში ოლიმპიადა გაიხსნა მოგეხსენებათ და მილიარდნახევრიან ჩინეთში, არცერთ კოვიდინფიცირებული არ არის. იმ თანხის ნახევარი მაინც, რომ მოეხმარებინათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სამედიცინო კადრების მოსამზადებლად, სპეციალური აპარატურის შესაძენად და ის 15 ათასი ცხედარი, რომელიც დღეს მიწას მივაბარეთ და კითხვა გაჰყვათ უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ რომ რატომ? რისთვის? რა ქვეყანაში დავიბადე?

ბევრს ეს კითხვა გაუჩნდებოდა არა მარტო იქით წასულებს, აქ მყოფებსაც ეს კითხვა რომ უჩნდებათ, ამიტომ იღებენ ბილეთებს და მათთვის ბედნიერებაა თვითმფრინავი რომ მოწყდება მიწას, მართლაც დალოცვილ მიწას, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური კრიზისი მოუწყო ადამიანებს ამ რეჟიმმა, რომლის მეთაურიც არის საქართველოს ისტორიაში, ყველაზე დიდი მტერი ჩვენი ქვეყნისა.” – განაცხადა ნათელაშვილმა ტვ პირველთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინაში, ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის სავარაუდო მოტივად საქართველოში მის მოღვაწეობას ასახელებენ
Next post მედია: კომპანია Meta-მ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს