მამუკა ხაზარაძე: ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის – ბრძოლა გრძელდება

Read Time:47 Second

“დღევანდელი საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილება ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის ოცნების მიერ, ნუთუ ვერ ხვდებით რომ ასეთი მეთოდებით ვერც გაგვაჩერებთ და ვერც ხელს შეგვიშლით ქართული საქმის კეთებაში, რომელიც თქვენ არ გამოგდით, ბრძოლა გრძელდება”.

ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ: პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.
კომიტეტის შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კომიტეტის დასკვნის წარდგენისას განაცხადა, კომიტეტმა განაჩენის ასლი გამოითხოვა.

„განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მედია: კომპანია Meta-მ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს
Next post გიგი უგულავა “ქართულ ოცნების” დეპუტატებზე: მუდოები, ყრუმუნჯები, რომლებიც ხმას არ იღებენ