გიგი უგულავა “ქართულ ოცნების” დეპუტატებზე: მუდოები, ყრუმუნჯები, რომლებიც ხმას არ იღებენ

Read Time:49 Second

“დეპუტატების ულებამოსილების შეწყვეტა უკანონო აქტია, ვინ დაამწესა კობახიძე მსაჯულად? პოლიტიკური ბოიკოტი აბსოლუტურად სხვა არის და გაცდენა სხვა არის. თუ ვინმეს გაგდება არის აუცილებელი პარლამენტიდან, აი ის მუქთახორები, რომლებიც სხედან იქ და მარტო იმიტომ დადიან, რომ გაცდენაში არ ჩაეთვალოთ და სინამდვილეში მიკროფონთან ერთხელაც არ მისულან.” – განაცხადა გიგი უგულევამ ტვ პირველთან.

“ფოთის მაჟორიტარი, რომელმაც ააყროლა, ააქოთა და გაძრცვა მთელი ფოთი, ერთხელ არ არის მისული მიკროფონთან და ასეთი არის ძირითადი უმრავლესობა „ქართული ოცნების“ –  მუდოები, ყრუმუნჯები, რომლებიც ხმას არ იღებენ და მარტო იქ თავის კერძო ბიზნეს ინტერესებისთვის არიან.

ამიტომ, ეს სულ სხვა მოცემულობაა. თუ გაცდენებია, უნდა იყოს პრევენცია. საბავშვო ბაღია? გაცდენების გულისთვის სამსახურიდან არ აგდებენ ადამიანს. ფაქტია, ამას აკეთებენ იმისთავის, რომ 50 დეპუტატი საკმარისია, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერ სხვა საქმეზე შეიქმნას. აწონ დაწონეს, რითი შეიძლება ხელის შეშლა და ეს სხვათა შოის არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმ ოპოზიციური დეპუტატების, რომლებიც არ აძლევენ ხმას საგამოძიებო კომისიების შექმნას, ვგულისხმობ ევროსოციალისტებს, ელისაშვილის პარტიას და სხვას. მშვენიერი ჭეშმარიტების პროცესია.” – განაცხადა გიგი უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ხაზარაძე: ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით არის გაგრძელება პოლიტიკური დევნის – ბრძოლა გრძელდება
Next post ელისაშვილი: ახლახანს აღმოვაჩინე, რომ თურმე, კანონში არ არის გაუპატიურების ზუსტი განმარტება, რის გამოც არაკაცებს სათანადოდ ვერ სჯიან – ეს უნდა შეიცვალოს