მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება

Read Time:32 Second

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო.

მინისტრის განცხადებით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო  კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება.

სამხედრო ქალაქი მახათას მთაზე აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

“„თუ მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის დაფარვა, ახალი პირობებით, 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი მოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად მშენებლობას ჩვენი უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 დოლარი იქნება. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურისგან პერიოდული ანგარიში მოისმინა
Next post რუსთავში ცოლზე სექსუალური ძალადობის მცდელობის გამო კაცი დააკავეს