მასშტაბური განახლების პროგრამის ფარგლებში 15 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება

Read Time:24 Second

მასშტაბური განახლების პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები ამ კვირაშივე გამოცხადდება. პრემიერის განმარტებით, რეგიონების განახლების პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას გულისხმობს.

„პროგრამა გულისხმობს მნიშვნელოვანი კულტურული, ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების, ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას. რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის, კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: მომავალი წლის 23 აპრილამდე მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა, მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს