ბიძინა კულუმბეგოვი: სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა, მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს

Read Time:33 Second

სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს. ამიტომ, ეს ძალიან მოკრძალებულად უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.

„თუ ყველა წესი იქნება დაცული, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. 2020 წლის აღდგომის შემდეგ, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. სასურველია, ორი პირბადე გამოიყენონ ადამიანებმა. განსაკუთრებით – 60 წელს გადაცილებულმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა. რა თქმა უნდა, 2020 წელს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ წესების დაცვის შემთხვევაში, საშიში არაფერი იქნება. სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა მგონი, თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს. ამიტომ, ეს ძალიან მოკრძალებულად უნდა მოხდეს. მივიდეთ, კვერცხი გადავაგოროთ და სახლში დავბრუნდეთ“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მასშტაბური განახლების პროგრამის ფარგლებში 15 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება
Next post ანდრის დომბროვსკისი: კომუნიკაციების კომისიის მარეგულირებელი სისტემა ევროკავშირის სისტემასთან შესაბამისობაშია