მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის

Read Time:30 Second

ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დაავადების კონტროლირებისთვის აუცილებელია რეგულაციების შესრულება.

„არ მგონია, კარანტინის გამოცხადებაზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ ხედავთ, როგორ მყისიერად ხდება თანაზომადი ღონისძიებების გატარება. ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეუძლია, რომ გამოავლინოს პაციენტები, პრევენცია და იზოლაცია მოახდინოს. თვითიზოლაცია თუ საკარანტინე სივრცე დამოკიდებულია ინფიცირებული პაციენტის ყოფით მდგომარეობაზე. თუ შეუძლიათ სახლში იზოლირება, სახლში იზოლირებით გაარძელებენ მეთვალყურეობას, ბოლოში კი კვლევის ჩატარებას, ვისაც არა – საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, დისტანცირებას, პირბადეების ტარებას და ხელების ჰიგიენას, ეს იქნება დაავადების კონტროლირების წყარო“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: წლევანდელი წვრთნების მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-სა და ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა
Next post გიორგი გახარია: „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში მიღებული ცოდნა გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ