გიორგი გახარია: „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში მიღებული ცოდნა გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ

Read Time:50 Second

„ღირსეული პარტნიორი 2020“ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

„როდესაც ვხედავ 2 800-მდე სამხედროს, წარმომიდგენია, როგორი ეფექტური იქნება მათი ერთობლივი წვრთნები, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს. ის ცოდნა, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ, ჩვენ ერთობლივად, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ. წვრთნა ჩვენი ჯარის მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საბოლოო ჯამში, მიღწევადი გახდეს. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვა, კეთილდღეობა. მსგავსი წვრთნები საქართველოს თითოეული მოქალაქის მშვიდობის გარანტია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად გაიხსნა. სწავლების ოფიციალური გახსნისთვის, საქართველოში საჰაერო გზით ეტაპობრივად უკვე ჩამოვიდა მონაწილე ქვეყნების პირადი შემადგენლობა, ხოლო საზღვაო გზით ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატვირთული გემი.

„ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელსაც საქართველო წელს მეხუთედ მასპინძლობს, 18 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. წელს სწავლებაში საქართველო ნატოს წევრ ოთხ ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს.

სწავლების მიზანია საქართველოს, ამერიკისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის
Next post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა