დავით ზალკალიანი: წლევანდელი წვრთნების მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-სა და ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა

Read Time:52 Second

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, აშშ-სა და ნატო-ს სტანდარტებთან ჩვენი თავსებადობის შემდგომი გაზრდის, თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დაწყებას.

„მივესალმებით სწავლებაში ნატო-ს წევრი ქვეყნების – გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედროების მონაწილეობას.გლობალური პანდემიის მიუხედავად, წელს ამ წვრთნების ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და ნატო-ს მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აშშ-სთან და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი ქვეყანა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებისა და ვალდებულებების ერთგულია და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად კვლავაც აქტიურ როლს შეასრულებს რეგიონული და საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

არსებული გამოწვევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, წლევანდელი სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მჯერა, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები, და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში“,- წერს ზალკალიანი Facebook-ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს
Next post მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის