მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა შეეფარდა

Read Time:29 Second

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატირების საქმეზე მსჯავრდებულ მალხაზ კობაურს მოსამართლემ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში კობაურის ოჯახის უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შეუძლოდ გახდა კობაურის დედა, ასევე ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი, რომელმაც გონება დაკარგა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა 25 მარტს, 4 საათიანი თათბირის შემდეგ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბავშვები მშობლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში აღარ დაიშვებიან
Next post ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში გოჭების ლომბარდი გაიხსნა