ბავშვები მშობლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში აღარ დაიშვებიან

Read Time:31 Second

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ ბავშვები მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე ღამის კლუბში 18 საათის შემდეგ არ დაიშვებიან.

სოფო კილაძის თქმით, კანონპროექტში არ იყო დაზუსტებული, რომელი საათიდან არ შეეძლებოდათ ბავშვებს ღამის კლუბში შესვლა. დოკუმენტში მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ ბავშვები კლუბში მშობლის თანხლების გარეშე ღამის 12 საათამდე არ დაიშვებიან.

“64-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩვენ გვქონდა, რომ 24:00 საათამდე ბავშვები არ დაიშვებიან ღამის კლუბში, მაგრამ რომელი საათიდანო სწორი შენიშვნა იყო და ჩვენ ჩავწერეთ, რომ 18:00 საათიდან”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვი არის 18 წლამდე ადამიანი. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში „ბავშვთა კოდექსს“ განიხილავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გერმანიიდან საქართველოს 100-მდე მოქალაქე გამოაძევეს
Next post მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა შეეფარდა