მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

Read Time:51 Second

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„გაფართოება არის უმთავრესი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის მომავალს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი წარმატებისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე პროცესს.

„ამჟამად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯზე და ვცდილობთ, გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით, მიუხედავად უსაფრთხოების იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე დგას ჩვენ წინაშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატ ქვეყნებს სჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, რათა დაჩქარდეს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.

„ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე კანდიდატ ქვეყნებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

COSAC-ის პლენარული სესიაში, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგია მასპინძლობს ბრიუსელში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების დელეგაციები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ვუერთდები სომხეთის პრემიერ-მინისტრის კმაყოფილებას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება – პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი
Next post საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტეს საერთაშორისო დღე, პოეტ დათო მაღრაძესთან ერთად, თემით – “მოქალაქეში ადამიანის გადასარჩენად”, აღინიშნა