მაია ცქიტიშვილი- საქართველოში სისტემური „ლოქდაუნი“ არ მოქმედებს

Read Time:1 Minute, 6 Second
 როდესაც კომუნიკაციაზე და პანდემიის მართვაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი არის სიმართლის თქმა. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვერ მივიღებდით ვერანაირ შეზღუდვას სეტემბერსა და ოქტომბერში, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ამ დროს იმყოფებოდა აქტიურ პოლიტიკურ პროცესში. ასევე სიმართლე არის ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იყო არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არ მოქმედებს სისტემური „ლოქდაუნი“, რადგან საქართველოში შეზღუდვები დაწესებულია 8 ქალაქში, არ გულისხმობს ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლის აკრძალვას და დღეში მხოლოდ ერთხელ გადაადგილებას აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში. „მნიშვნელოვანია, შევთანმხდეთ შინაარსზე და ვნახოთ მათ შორის ევროპული ქვეყნების “ლოქდაუნი”, სადაც ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა დაშვებულია მხოლოდ დღეში ერთხელ გარკვეულლი პერიოდით იმისთვის ,რომ მივიდნენ სურსათის მაღაზიაში, აფთიაქში, გაასეირნონ ცხოველი, ან ივარჯიშონ. ეს არის „ლოქდაუნი“, როდესაც აკრძალვა მოქმედებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, დახურულია ყველა ბიზნესი, გაჩერებულია ყველა აქტივობა. რა მოქმედებს დღეს საქართველოში ?- ეს არის გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათის შემდეგ, მართალია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ეს არ არის სისტემური ლოქდაუნი“, ვინაიდან დილის 05:00-დან 21:00 საათამდე ჩვენი გადაადგილება არ არის შეზღუდული არც ქვეითად , არც ტრანსპორტით. ასევე, შეზღუდვები მოქმედებს 8 ქალაქში და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები ეხება მობილობის ხელშემწყობ საქმიანობას და ეს არის ბალანსი ეს არის ბალანსი ეკონომიკასა და პანდემიას შორის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა
Next post საქართველოში კორონავირუსის 4 472 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი