ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

Read Time:35 Second

რატი ბრეგაძე პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხი. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საშუალებით სახელმწიფო სერვისების მიწოდების და მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ქართული მხარის ერთ-ერთი პრიორიტეტია; პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში.

მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებაზეც ისაუბრეს.

რატი ბრეგაძემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო პორტუგალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პორტუგალიის პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ევროკავშირში გაწევრების ყველა ეტაპზე.

შეხვედრა ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული
Next post ირაკლი კობახიძე: როდესაც ისმენთ ვარჰეის პოზიტიურ და თან სამართლიან შეფასებას, ამაზე რეაგირებთ შეურაცხყოფით, თურმე, ეს არ არის ევროკავშირზე თავდასხმა. თუ ვინმე თავს ესხმის ევროკავშირს თავისი ღირებულებებით, ეს რადიკალური ოპოზიციაა