ირაკლი კობახიძე: როდესაც ისმენთ ვარჰეის პოზიტიურ და თან სამართლიან შეფასებას, ამაზე რეაგირებთ შეურაცხყოფით, თურმე, ეს არ არის ევროკავშირზე თავდასხმა. თუ ვინმე თავს ესხმის ევროკავშირს თავისი ღირებულებებით, ეს რადიკალური ოპოზიციაა

Read Time:45 Second

ჩვენი მხრიდან უსამართლო კრიტიკაზე პასუხი არის თურმე, ევროკავშირზე თავდასხმა და თქვენ, როდესაც ისმენთ ვარჰეის პოზიტიურ და თან სამართლიან შეფასებას, ამაზე რეაგირებთ შეურაცხყოფით, თურმე, ეს არ არის ევროკავშირზე თავდასხმა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მან რადიკალური ოპოზიცია მათი განცხადებებისა და ორმაგი სტანდარტების გამო გააკრიტიკა.

„რამდენი რაიმე ითქმება კუბილიუსზე, ფოტიგაზე და ამ ცნობილ ოდიოზურ ევროპარლამენტარებზე, იმდენი გამოდიხართ და აცხადებთ, რომ თითქოს, ჩვენ თავს ვესხმით ევროპას. ვარჰეი ჩამოვიდა, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში და თავდასხმა კი არა რუსეთის აგენტად გამოაცხადეთ. ამ დროს თქვენ გამოდიხართ და აცხადებთ, თურმე, კუბილიუსზე არაფერი შეიძლება ითქვას. ეს ხომ ორმაგი სტანდარტია! ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესი. ჩვენი მხრიდან უსამართლო კრიტიკაზე პასუხი არის თურმე, ევროკავშირზე თავდასხმა და თქვენ, როდესაც ისმენთ ვარჰეის პოზიტიურ და თან სამართლიან შეფასებას, ამაზე რეაგირებთ შეურაცხყოფით, თურმე, ეს არ არის ევროკავშირზე თავდასხმა. თუ ვინმე თავს ესხმის ევროკავშირს თავისი ღირებულებებით, ეს არის, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლუქსემბურგში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ და პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: დამთავრდა დრო, როდესაც ჩვენ უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები, ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანს სჭირდება იმას გავაკეთებთ