ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული
ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი ხსნაა, თავმჯდომარედ ხაბეიშვილი აირჩიონ.
„პირველ რიგში, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, რომ რაიმენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ, მე, ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, რომ თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, იმიტომ, რომ თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, თქვენს ცილისწამებას და თქვენს ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ თქვენგან განსხვავებით, ვემსახურებით საქართველოს.
თქვენ მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა, გააცნობიეროთ კიდევ ერთხელ, ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ერთადერთი ხსნა გაქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა“, – განაცხადა პრემიერმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...