ლევან რატიანი: დღეს ისეთი ბედნიერები ვიყავით, რადგან გამოჯანმრთელდა დიაბეტიანი ქალი, რომელსაც ამპუტირებული აქვს კიდურები და ყურის ნიჟარა

Read Time:34 Second

დღეს ისეთი ბედნიერები ვიყავით, რადგან ქალბატონი, რომელსაც აქვს დიაბეტი ყველა გართულებით, არ აქვს ორივე ქვედა კიდური, არ აქვს ყურის ნიჟარა, არ აქვს მარცხენა ხელი, ასეთი ქალბატონი კორონავირუსის დაავადების შედეგად განვითარებული პოლიორგანული უკმარისობის შედეგად გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა სულ 20-მა პაციენტმა გაიარა.

„ამჟამად 83 ინფიცირებული პაციენტი გვყავს, აქედან რეანიმაციაში 8 პაციენტი იმყოფება. როდესაც ჩვენი კლინიკა კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ჩაერთო, ერთადერთი კლინიკა იყო გამართული რეანიმაციული სამსახურით და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე, კრიტიკული პაციენტი, ყველა ჩვენთან ხვდებოდა. საბედნიეროდ, ეს არ იყო დიდი რიცხვი, სულ 20-მა პაციენტმა გაიარა რეანიმაციული განყოფილება და მინდა გითხრათ, რომ წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია
Next post თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მომდევნო ეტაპზე ფარმაცევტების ტესტირება იგეგმება