ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია

Read Time:32 Second

ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა – 22-23 მარტს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ის რომ ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი, არამედ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები.

„კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – კორონავირუსმა შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში დატოვოს კვალი სასუნთქი სისტემის ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივ
Next post ლევან რატიანი: დღეს ისეთი ბედნიერები ვიყავით, რადგან გამოჯანმრთელდა დიაბეტიანი ქალი, რომელსაც ამპუტირებული აქვს კიდურები და ყურის ნიჟარა