თენგიზ ცერცვაძე – კორონავირუსმა შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში დატოვოს კვალი სასუნთქი სისტემის ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივ

Read Time:36 Second

კორონავირუსმა შესაძლოა, დატოვოს კვალი გრძელვადიან პერსპექტივაში სასუნთქი სისტემის ან სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივაც, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამას აჩვენებს პირველადი კვლევის შედეგები, რომელიც ჯერ არ არის დადასტურებული.

„ესეც ამ დაავადების ერთ-ერთი ვერაგი თავისებურებაა, რაც თავიდან არ ვიცოდით. თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს ჩვეულებრივი ვირუსული პნევმონიაა, რომ მთავარია ავადმყოფი არ დაგეღუპოს და თუ ის გადარჩება, აბსოლუტურად გაჯანმრთელებული იქნება. ახლა გამოჩნდა კვლევის შედეგები, ჯერ ეს დადასტურებული არ არის, მაგრამ ამბობს, რომ შესაძლებელია ამ დაავადებამ დატოვოს კვალი გრძელვადიან პერსპექტივაში სასუნთქი სისტემის ან არამარტო სასუნთქი სისტემის, სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანების მხრივაც. თუმცა ჯერ ეს მხოლოდ პირველი შედეგებია და პირველი კვლევის ასეთი ვარაუდებია. ჯერ ეს დადასტურებული არ არის“,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა
Next post ამირან გამყრელიძე: ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია