ლევან რატიანი: აჭარაში ყველა ექიმი გადამზადებულია და იციან კოვიდინფიცირებული პაციენტის დამძიმებისას როგორ მოიქცნენ
თითქმის ყველა კლინიკაში ვიყავი ბათუმსა და ქობულეთში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა კლინიკა აღჭურვილია მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განუცხადა.
მისი თქმით, აჭარაში ყველა ექიმი გადამზადებულია და იციან ის ნიშა, რომელიც უნდა დაიკავონ, ასევე იციან კოვიდინფიცირებული პაციენტის დამძიმების შემთხვევაში როგორ მოიქცნენ.
რატიანის განცხადებით, შესაძლოა დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ აჭარაში კრიტიკული პაციენტების რაოდენობა მცირეა. „კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ვიყოთ მშვიდად. შეიძლება ვიყოთ ინფიცირებული მაგრამ არა დაავადებულები. ამიტომ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო. ამ დროისთვის არ არსებობს COVID19-ის სამკურნალო საშუალება. მხოლოდ და მხოლოდ არსებობს პროფილაქტიკა. ესაა ფიზიკური დისტანცია და ნიღბის ტარება. ეს კრიტერიუმები უნდა შევასრულოთ და იმედი მაქვს მალე აჭარა კოვიდინფექციისგან გათავისუფლდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
დღეს კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 348 აჭარაში, 99 თბილისში, 59 კი იმერეთში დაფიქსირდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 4887 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 58 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...