მამუკა მდინარაძე: თბილისში იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ

Read Time:25 Second

მორიგი უნიკალური საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისგან – ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც გამოიხსნეს, უკვე გაყიდული გამოისყიდეს წინა ხელისუფლების დროს და დღეს თბილისს და თბილისელებს აჩუქეს – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის თბილისისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„აქ იქნება მსოფლიო დონის ცენტრალური პარკი, რომლითაც ყველა ვისარგებლებთ და ვიამაყებთ! ჯანსაღი ცხოვრების წესი,.. ჯანსაღი გარემო,.. ჯანსაღი ურთიერთობები,.. გართობა და დასვენება,.. თბილისის კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი – თბილისის ცენტრალური პარკი!“, – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ცქიტიშვილი: მიხეილ სააკაშვილი წარსულია და მას ჩადენილი დანაშაულების გამო სასჯელი ელოდება
Next post ლევან რატიანი: აჭარაში ყველა ექიმი გადამზადებულია და იციან კოვიდინფიცირებული პაციენტის დამძიმებისას როგორ მოიქცნენ