ბექა დავითულიანის თქმით, „ქართუსგან“ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემის მოთხოვნა იგივეა, რაც ადამიანს უთხრან „სახლს რატომ არ მჩუქნი, რომელშიც ცხოვრობ“
მე მგონი ცოტა უნამუსობაა, მინიმუმ, – ასე უპასუხა ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ნაწილის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში მყოფი ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია არ გადასცა. ამის შესახებ ბექა დავითულიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წევრის თმით, მიმდებარე ტერიტორია ფონდმა კერძო პირებისგან შეიძინა.
„იპოდრომის ტერიტორია რაც იყო, ქალაქს დაუბრუნდა. მიმდებარე ნაკვეთები კერძო ინვესტორმა და კერძო პირმა თუ შეისყიდა სხვა კერძო პირებისგან, ეს იგივე ტიპის მოთხოვნაა, რაც ადამიანს უთხრან: „კაი, რახან გვაჩუქე 36 ჰექტარი, რომელიც შენ გეკუთვნოდა, ახლა სახლიც გვაჩუქე, რომელშიც ცხოვრობ. ეს რა ლოგიკაა ახლა? რაც აქვს ყველაფერი გააჩუქოს? მათ ნებაზეა ახლა რას აჩუქებს და რას არა ქალაქს? წარმოუდგენელი რამეა. ფაქტობრივად იგივეა, რომ მოსთხოვო ადამიანს სახლს რატომ არ მჩუქნი, რომელშიც ცხოვრობ. არასერიოზულია ძალიან“, – განაცხადა დავითულიანმა.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი გაშენდება. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...