გიორგი გამსახურდია: მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს

Read Time:27 Second

სრულიად მიუკერძოებლად ვამბობ, მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ twitter-ში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მისი პატრიოტული ხასიათიდან გამომდინარე კვლავ ბევრ სიკეთეს გააკეთებს.

„სრულიად მიუკერძოებლად ვამბობ, მსგავსი მასშტაბის ქველმოქმედება საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რასაც წლებია, ბიძინა აკეთებს. დარწმუნებული ვარ, კვლავ ბევრ სიკეთეს გააკეთებს ქვეყნისათვის მისი პატრიოტული ხასიათიდან გამომდინარე“, – წერს გიორგი გამსახურდია.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ცენტრალური პარკი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
100 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბექა დავითულიანის თქმით, „ქართუსგან“ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიის თბილისისთვის გადაცემის მოთხოვნა იგივეა, რაც ადამიანს უთხრან „სახლს რატომ არ მჩუქნი, რომელშიც ცხოვრობ“
Next post ბექა დავითულიანი ცენტრალურ პარკზე : როცა ასე გვიჭირს სარეკრეაციო სივრცეები ცენტრში, უკეთესი საჩუქარი წარმოუდგენელიც კი იყო