ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა

Read Time:32 Second
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი დაახლოებით 60 წლის ასაკის ქალია.
ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილს მძიმე ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.
„ეს არის ქალბატონი დაახლოებით 60 წლის ასაკის. ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ქალბატონი იყო ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცით, ბრონხული ასთმით, იყო კოვიდ ინფიცირების შედეგად განვითარებული ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რეპირატორული დისტრეს სინდრომი. პაციენტი ჯერ მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ვინაიდან ვერ იმართა სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი. რამდნეიმე წუთის წინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას და ხალხს უჭირს, მაგრამ ღვთის წყალობა ეკლესიას არ მოაკლდება
Next post მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სიტყვა – გადარჩენა ყველაზე აქტუალური ხდება – ეკონომიკის, ადამიანის, ჯანმრთელობის