მამუკა მდინარაძე: ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სიტყვა – გადარჩენა ყველაზე აქტუალური ხდება – ეკონომიკის, ადამიანის, ჯანმრთელობის

Read Time:28 Second

„ჯერ ვართ იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ადამიანების ფიზიკური გადარჩენა ჰქვია, ეკონომიკის გადარჩენა ჰქვია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემია არ დასრულებულა მსოფლიოში და სამწუხაროდ, ჯერ გაუარესებისკენ მიდის ტენდენცია.

„ჯერ ვართ იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ადამიანების ფიზიკური გადარჩენა ჰქვია, ეკონომიკის გადარჩენა ჰქვია, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სიტყვა – გადარჩენა ყველაზე აქტუალური ხდება – ეკონომიკის, ადამიანის, ჯანმრთელობის.

ანტიკრიზიული გეგმაც ამას ემსახურება და არა პოსტკრიზისული. ანტიკრიზისული გეგმა ემსახურება ეკონომიკის გადარჩენას. დღევანდელი გამოწვევა არის ეს, რომ ეკონომიკა გადავარჩინოთ. მეორე ეტაპი – პოსტკრიზისული სიტუაცია ძალიან რთული იქნება, ეს მარტივი არ იქნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა
Next post დღის ფოტო – გახარებული ექთნები და ბედნიერი 2 წლის ანდრია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა