ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას და ხალხს უჭირს, მაგრამ ღვთის წყალობა ეკლესიას არ მოაკლდება

Read Time:40 Second

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა.

„დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, თუ რა გააკეთეს მენელსაცხებელმა დედებმა, რამდენი გაბედული ნაბიჯი გადადგეს მაშინ, როდესაც მოციქულებმა დატოვეს ჯვარცმული მაცხოვარი. ისინი ჯვართან იდგნენ და იქ იზიარებდნენ მაცხოვრის ტკივილს, მენელსაცხებელმა დედებმა თავისი მხრებით იტვირთეს ეკლესიის სიმძიმე. ისინი ქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში და ჩვენ თაყვანს ვცემთ მათ ღვაწლს.

შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა თამარ მეფე მიაკუთვნეს მენელსაცხებელ დედებს და გაუთანასწორეს თამარ მეფის ღვაწლი მენელსაცხებელ დედებს. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას უჭირს, როცა ხალხს უჭირს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა არ მოაკლდება ეკლესიას. ეკლესია ააშენა მაცხოვარმა და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ მოერევიან მას“, – ბრძანა პატრიარქმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა
Next post ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსისგან გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა